ზედიზედ მეორედ, გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მედლები გათამაშდა.

მედლების გათამაშების პირველ დღეს ფინალურ ბლოკში სამმა ქართველმა ფალავანმა, ბექა ლომთაძემ, ავთანდილ კენჭაძემ და გენო პეტრიაშვილმა იჭიდავეს. ლომთაძე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა. ავთანდილ კენჭაძემ კი ფინალური შეხვედრა დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი კი ფინალში ჩინელ დენგს დაუპირისპირდა, 6:0 სძლია და ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ცნობისთვის, 22 ოქტომბერს ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის დავით მარსაგიშვილი და დავით ხუციშვილი იბრძოლებენ.

ნახეთ მეტი...