ებრალიძის გოლი და საგოლე პასი პორტუგალიის თასზე (ვიდეო)

ავთანდილ ებრალიძის "ჩავესმა" პორტუგალიის თასის 1/32-ფინაური ეტაპი დაძლია. 

ქართველი ფეხბურთელის გუნდმა რანგით მესამე ლიგაში მოთამაშე "პედრას სალგადასი" 4:1 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების ყოფილმა შემტევმა შეიტანა. 

ებრალიძემ ჯერ საგოლე პასი მიითვალა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე გატანილი გოლით კი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ნახეთ მეტი...