კვერკველიას გაძევება და მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მოსკოვის "ლოკომოტივი" საკუთარ მოედანზე "პორტუსთან" დამარცხდა - 1:3.

სოლომონ კვერკველიამ შეხვედრა მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა 76-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი მიიღო. 

გაძევების გამო კვერკველია ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩს გამოტოვებს, რომელსაც "ლოკო" კვლავ "პორტუსთან", ამჯერად სტუმრად გამართავს.

ნახეთ მეტი...