ქართველი მორაგბეები ტონგას ამარცხებენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ტონგას ამარცხებს. 

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრაში პირველი ტაიმი მასპინძელთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა. 

მილტონ ჰეიგის გუნდი მეტოქეს 7:6 ამარცხებს. საქართველოს ნაკრების რიგებიდან ლელო ოთარ გიორგაძემ მიითვალა, ზუსტი გარდასახვა კი თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა. 

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

ნახეთ მეტი...