ოთხი დამარცხებული რუსი მოჭიდავე - ავთანდილ კენჭაძე ფინალშია (ვიდეო)

ვლადიკავკაზში მიმდინარე ალანები 2018-ზე ქართველი მოჭიდავეები წარმატებით ასპარეზობენ.

74 კგ. წონით კატეგორიაში ანთანდილ კენჭაძემ ოთხი რუსი მეტოქე დაამარცხა და ფინალში გავიდა. პირველ შეხვედრაში კენჭაძემ აჰმედ შოკუმოვი 4-1 დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის ნაკრების წევრი კახაბერ ხუბეჟთი 11-0 გაანადგურა. 1/4-ფინალში ქართველმა ფალავანმა მესამე რუსი მეტოქე მაგომედ დიბირგაჯიევიც დაამარცხა, ნახევარფინალში გავიდა და რუსეთის ნაკრების კიდევ ერთი წევრი, მაგომედხაბიბ კადიმაგომედოვი 7-3 დაამარცხა. 

 

დღე წარმატებული გამოდგა გენო პეტრიაშვილისთვისაც (125 კგ). მსოფლიო ჩემპიონმა პირველ შეხვედრაში რუს ოსტაპ პასენოკს 5:0 სძლია, შემდეგ კი ვიტალი გაგლოევი 12:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ამერიკელი რობერტ ნელსონი პირველივე პერიოდში დიდი უპირატესობით, 10:0 დააამარცხა. 



ალანები 2018-ის მესამე ქართველი ფინალისტი ბექა ლომთაძეა (61 კგ), რომელმაც ოქროსთვის ბრძოლის უფლება კენჭაძის მსგავსად რუსეთის წარმომადგენლების დამარცხებით მოიპოვა. 1/8-ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ნურგუნ ალექსანდროვი დაამარცხა, შემდეგ მაგომედრასულ იდრისოვს 6:4 მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ალექსანდრ ბოგომოევს სძლია. 



ფინალური შეხვედრები ხვალ, 9 დეკემბერს გაიმართება. ავთო კენჭაძის მეტოქე ტიმურ ბიჟოევი იქნება, გენო პეტრიაშვილი გამარჯვებისთვის ირანელ ჯაბერ ტაგი სადეზადეჰს შეებრძოლება, ბექა ლომთაძე კი რამაზან ფერდალიევს შეხვდება.

ნახეთ მეტი...