''გურია'' - ''ზუგდიდის'' მატჩი 10 ოქტომბრისთვის გადაიდო

ლანჩხუთის ''გურიასა'' და ''ზუგდიდს'' შორის მე-7 ტურის მატჩი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო გადაიდო. Mysports.ge სფფ-ს საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნოდარ კაკულიას დაუკავშირდა, რომლის თქმით მატჩის გადადების მიზეზი რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთელთა 25 წლის მეკარის, მიშა გოგუაძის ტრაგიკულად დაღუპვა გახდა. გურიისა და ზუგდიდის დაპირისპირება 10 ოქტომბერს გაიმართება.

ნახეთ მეტი...