პარამკლავჭიდელების წარმატება პოლონეთში მსოფლიო თასზე

პოლონეთის ქალაქ რუმიაში გამართულ მსოფლიოს თასზე მკლავჭიდში წარმატებას მიაღწიეს ქართველმა პარამკლავჭიდელებმა. ქართველებმა ჯამში 10 მედალი - 2 ოქრო, 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიგეს.

საუკეთესო შედეგი გიორგი როსტომაშვილს ჰქონდა, რომელმაც სხვადასხვა დისციპლინებში 2 ოქროს მედალი მოიპოვა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა გუნდური მე-3 ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრები პოლონეთის მსოფლიო თასზე საქართველოს შშმპ მკლავჭიდის ფედერაციამ წარადგინა.

ქართველ პარამკლავჭიდელთა შედეგები პოლონეთში გამართულ მსოფლიო თასზე

2 ოქრო - გიორგი როსტომაშვილი (+ 100, 2) 6 ვერცხლი - თემურ დადიანი (60 კგ. 2), ზვიად სულიკაშვილი (70 კგ. მარცხენა), თორნიკე ალბუთაშვილი (70 კგ. მარჯვენა), ლაშა ბეგიაშვილი (80 კგ. 2), 2 ბრინჯაო - ზვიად სულიკაშვილი (70 კგ. მარჯვენა), გუნდური

www.msy.gov.ge

ნახეთ მეტი...