ქართველი წყალბურთელების ზედიზედ მეორე გამარჯვება სტამბოლში

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ”სტამბოლის თასზე” მეორე შეხვედრა გამართა და რუმინეთის ნაკრები 12:9 დაამარცხა. ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატისთვის თურქეთში ემზადებიან. იოვან პოპოვიჩის გუნდმა 28 დეკემბერს თურქეთის ნაკრებს 14:10 მოუგო

სტამბოლში მიმდინარე ტურნირი 30 დეკემბერს დასრულდება, უკანასკნელ მატჩში ქართველები ჰოლანდიელ წყალბურთელებს დაუპირისპირდებიან. წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი 2016 წლის 10 იანვარს დაიწყება.

საქართველოს ნაკრები 6 იანვარს ნოვი-სადში ჩავა, 8 იანვარს კი ბელგრადში გადაინაცვლებს. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი ბელგრადში 10-23 იანვარს ჩატარდება. 16 გუნდი 4 ოთხგუნდა ჯგუფადაა დაყოფილი. საქართველოს ნაკრები რუმინეთის, გერმანიისა და იტალიის ნაკრებებთან ითამაშებს.

ნახეთ მეტი...