„რეალი“ ზიდანით ფულს შოულობს

საფეხბურთო კლუბმა მადრიდის „რეალმა“ გაყიდვაში ზინედინ ზიდანის 5-ნომრიანი მაისურები დააბრუნა.

მადრიდული კლუბის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს ლეგენდარული ფრანგის მიმართ ფანების სიყვარულით ესარგებლათ და დამატებითი შემოსავალი მიეღოთ.

ზიდანმა, რომელიც ამჟამად „რეალის“ მთავარი მწვრთნელია,  2001-2006 წლებში მადრიდულ კლუბში ყველა ტურნირში 225 მატჩი ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა. მან „რეალში“ თითოჯერ ესპანეთის ჩემპიონატი (2003 წელი), უეფას ჩემპიონთა ლიგა (2002 წელი), უეფას ევროპის სუპერთასი (2002 წელი) და საკონტინენტთაშორისო თასი (2002 წელი) მოიგო, ხოლო ორჯერ ესპანეთის სუპერთასს (2001 და 2003 წლები) დაეუფლა.

ამჟამად, „რეალში“ 5-ნომრიანი მაისური თავისუფალია, რადგან მისი მატარებელი პორტუგალიელი ფაბიუ კოენტრაუ მადრიდელებმა გასული წლის ზაფხულში საფრანგეთის „მონაკოში“ გაანათხოვრეს.

 

ნახეთ მეტი...