"ვითას" მარცხიანი სტარტი

თბილისის სპორტის სასახლეში ვითიბი ლიგის პირველი შეხვედრა გაიმართა. „ვითამ“ ვოლგოგრადის „კრასნი ოქტიაბრს“ უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო დიდი ანგარიშით დამარცხდა.

შეხვედრა პირველივე წუთებიდან სტუმართა დომინირებით წარიმართა და მატჩის დასრულებამდე ვოლგოგრადელთა უპირატესობა მხოლოდ იზრდებოდა.  ანგარიშის სხვაობის შემცირების "ვითელების" ნებისმიერ მცდელობას „კრასნი ოქტიაბრის“ კალათბურთელები გაქცევით პასუხობდნენ და მასპინძელთა გამოუცდელ, ახლად შეკრებილ გუნდს ფაქტობრივად უშანსოდ ტოვებდნენ.

ყველაზე დიდი სხვაობა სტუმრებმა მესამე პერიოდში დააფიქსირეს, რომელიც 14 ქულიანი უპირატესობით მოიგეს და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. საბოლოოდ რუსულმა გუნდმა 110-67 იმარჯვა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები სტუმართა ლეგიონერები, მიტჩელი (27 ქ.) და ჯონსონი (25 ქ.) გახდნენ, ხოლო „ვითას“ შემადგენლობაში საუკეთესო დარიუს კარტერი გახლდათ, რომელმაც საკუთარ გუნდს 16 ქულა შესძინა.

მომდევნო შეხვედრას პაველ გოოგეს შეგირდები სპორტის სასახლეში 8 ოქტომბერს, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, მოსკოვის ცსკა-სთან გამართავენ.

 

"ვითა" 67-110 "კრასნი ოქტიაბრი"

ვითა: მაისურაძე (2 ქ.), ჩლაიძე (7 ქ.), ბითაძე (3 ქ.), ბერიშვილი (3 ქ.), ბოქოლიშვილი (4 ქ.), რევაზაშვილი, შენგელია (2 ქ.), დარიუს კარტერი (16 ქ.), პიერი ჰენრი (6 ქ.), ანიკიენკო (4 ქ.), ლიპოვი (10 ქ.), ტერნერი (10 ქ.).

კრასნი ოქტიაბრი: ტკაჩენკო (5 ქ). მიტჩელი (27 ქ.), მატეიუნასი (2 ქ.), გერასიმენკო (4 ქ.), კუპერი (9 ქ.), ზამასნკი, ზაიცევი (8 ქ.), სოკოლოვი (3 ქ.), ჰემილტონი (14 ქ.), ვოიტიუკი, ჯონსონი (25 ქ.), გუინი (13 ქ.).

ნახეთ მეტი...