პელეგრინი: „გლადბახმა ღირსეული მეტოქეობა გაგვიწია“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „გლადბახთან მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. „უცნაური შეხვედრა გამოდგა. საწყის 65 წუთში გადამწყვეტი გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, დასკვნით წუთებში კი უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო. მოწინააღმდეგე თავს კარგად იცავდა, თუმცა ბოლო ნახევარი საათი ჩვენი გუნდი უკეთესი იყო და შეხვედრაც მოვიგეთ. „გლადბახმა“ ღირსეული მეტოქეობა გაგვიწია, რასაც შეხვედრის დაწყებამდეც ველოდით. მართალია, ჯო ჰარტმა მშვენიერი სეივები შეასრულა, მაგრამ ჩვენც მრავლად გვქონდა გამოუყენებელი მომენტები“ - დაასრულა პელეგრინიმ.

ნახეთ მეტი...