პარალიმპელთა სამზადისი სალიცენზიო ტურნირისთვის

ქართველი ეტლით მოფარიკავეები მომავალი ზაფხულის პარაოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის გადამწყვეტ ბრძოლას იწყებენ. ჩვენი პარამოფარიკავეთა ნაკრებისთვის წლის პირველი სალიცენზიო შეჯიბრება 10-14 თებერვალს უნგრეთის ქალაქ ეგერში გასამართი მსოფლიო თასი იქნება. ჩვენი გუნდი აღნიშნული პირველობისთვის განსაკუთრებულად ემზადება.

ნაკრებმა ვარჯიში თბილისში დაიწყო, თუმცა 31 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ეროვნული გუნდი დასკვნით შეკრებას პოლონეთში გამართავს. ნაკრები, რომლის ლიდერიც გასული წლის საუკეთესო ქალი პარასპორტსმენი, უმსხვილესი ნავთობკონცერნ BP-ს ერთ-ერთი ელჩი - ირმა ხეცურიანია, პოლონეთში გამგზავრებამდე ღია ვარჯიშს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, არსებულ მერიის სპორტულ ცენტრში (ძიუდოს აკადემიის გვერდით) გამართავს.

ნახეთ მეტი...