ბურჯანაძის 15 ქულამ "კორუნიას" ვერ უშველა

გასულ უქმეებზე ესპანეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგა დაიწყო. ბექა ბურჯანაძის "კორუნიამ" საკუთარ მოედანზე "პალენსიას" უმასპინძლა და 78-89 დამარცხდა.

ქართველმა ფორვარდმა 9-დან 6 ორიანი ჩააგდო და სამი ჯარიმაც ზუსტად მოათავსა კალათში. მის მიერ ნასროლი სამი შორეული ტყორცნა კი მიზანს ასცდა. შედეგად, ბურჯანაძის ანგარიშზე 15 ქულაა, რაც მასპინძელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

მომდევნო ტურში ქართველი კალათბურთელის გუნდს "პლანასას" დაუპირისპირდება.

ნახეთ მეტი...