ეტლით მოფარიკავეები მსოფლიოს თასზე გამოვლენ

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები - ირმა ხეცურიანისა და ნინო თიბილაშვილის შემადგენლობით, 11-14 თებერვალს მსოფლიო თასზე გამოვა. უნგრეთის ქალაქ ეგერში გასამართი მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთბის ჩვენი გოგონები მზადების დასკვნით ნაწილს, უკვე კვირაზე მეტია პოლონეთში გადიან.

ვარშავას შეკრება 10 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ჩვენი მოფარიკავეები, მსოფლიო თასის მასპინძელ ქალაქ ეგერში გადაინაცვლებენ. უნგრეთში გასამართ მსოფლიო თასზე რაპირით ფარიკაობაში თითოეულ შეხვედრას რიოს მომავალი პარაოლიმპიადის საგზურისთვის ბრძლაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ხმალში კი მიზანი მედლისთვის ბრძოლა იქნება.

irma-22

ნახეთ მეტი...