ქართველი ეტლით მოფარიკავეთა მეტოქეები ცნობილია

უნგრეთის ქალაქ ეგერში დღეს ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყება. საქართველოს ნაკრები, შეჯიბრებაზე ქალთა ნაკრებით, ირმა ხეცურიანის და ნინო თიბილაშვილის შემადგენლობით არის წარმოდგენილი. დღეს ასპარეზობა რაპირით ფარიკაობას დაეთმობა. კენჭისყრის შედეგად, ქვეჯგუფებში ჩვენი გოგონები შემდეგნაირად გადანაწილდნენ.

ბ-კატეგორიის ეტლით მოფარიკავე, საქართველოს გასული წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი ირმა ხეცურიანი ბელორუს ფალკისტავასთან, კორეელ კიმთან, ჩინელ ჟოუსთან, ფრანგ დროტთან და რუს მიშუროვასთან ერთად მოხვდა.

რაც შეეხება ნინო თიბილაშვილს, ახალბედა მოფარიკავეს ჯგუფში ძალზე ძლიერი მეტოქეები შეხვდნენ - რუსი კურამშინას, ჩინელი ჩანგის, უკრაინელი მორკვიჩის, უნგრელი ჰაიმასისა და ეკორჰონის სახით. ბი-პის სპორტული ელჩის ირმა ხეცურიანის პროგრამა მინიმუმ საუკეთესო 8-მონაწილეში მოხვედრა და 2016-წლის პარაოლიმპიადის სალიცენზიო ქულების მოპოვებაა. ნინო თიბილაშვილი კი რაპირით ფარიკაობაში ამ ეტაპზე გამოცდილების მიღებას და სარეიტინგო ქულების დაგროვებას შეეცდება. ჩვენმა გუნდმა შეჯიბრების წინ გენერალური რეპეტიცია, მსუბუქი ვარჯიშის ფონზე გაიარა. გუნდში კარგი და იმედიანი განწყობაა.

ნახეთ მეტი...