შშმ მკლავჭიდელთა ბრინჯაოს მედალი მსოფლიო თამაშებიდან

რუსეთის ქალაქ სოჭში 26 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართა მსოფლიო თამაშები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენებს შორის.

მსოფლიო თამაშები ჩატარდა სპორტის 7 სახეობაში - მშვილდოსნობა, პარა-ტაეკვონდო, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ცურვა, მშვილდოსნობა და მძლეოსნობა.  მსოფლიო თამაშებში სულ მსოფლიოს 34 ქვეყნის 800 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

საქართველო მსოფლიო თამაშებზე 3 მკლავჭიდელით იყო წარმოდგენილი. მედლებისათვის გიორგი შოშიაშვილი, ლაშა ბეგიაშვილი და თორნიკე ალბუთაშვილი იბრძოდნენ.

ქართველთაგან ბრინჯაოს მედლის მოპოვება თორნიკე ალბუთაშვილმა მოახერხა. 70 კილოგრამში მოასპარეზე ალბუთაშვილმა საპრიზო ადგილისათვის შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელი კურბან სულეიმანოვი დაამარცხა.

საქართველოს დელეგაციამ მსოფლიო თამაშებში პირველად მიიღო მონაწილეობა. დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ერეკლე გურჩიანი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

ნახეთ მეტი...