გულუამ და ჩაკვეტაძემ ბრინჯაო მოიპოვეს

თბილისში დასრულდა რიგით მე-6 ევროპის ჩემპიონატის სმენადაქვეითებულ მოჭიდავეთა შორის.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 16-17 ოქტომბერს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან ბრინჯაოს მედლები კობა გულუამ (57) და შაქრო ჩაკვეტაძემ (70) მოიპოვეს.

ნახეთ მეტი...