მეტრეველის უქულო სტარტი სერია A-ში

იტალიის სერია A-ს პირველ ტურში "კაპო დ'ორლანდომ" "კანტუს" უმასპინძლა და 73:65 დაამარცხა.

მასპინძელთა ღირსებას ორი ქართველი, ნიკა მეტრეველი და ლევან ბაბილოძე იცავენ. ამ უკანასკნელს სასტარტო ტურში არ უთამაშია, ხოლო მეტრეველს ჯულიო გრიციოლიმ 5 წუთი დაუთმო.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა შეხვერა უქულოდ დაასრულა და აქტივში მხოლოდ ერთი მოხსნა ჩაიწერა.

მომდევნო ტურის შეხვედრას ორლანდოელები 11 ოქტომბერს ვენეციაში გამართავენ.

ნახეთ მეტი...