ყენიამ ნაოპერაციები კოჭი დაიზიანა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და პრაღის „სლავიას“ შემტევ ნახევარმცველ ლევან ყენიას კოჭის ტრავმა აქვს.

ამის შესახებ პრაღელთა მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა ინტერნეტპორტალ tyden.cz-თან განაცხადა.

„ყენიას ტრავმა ძალიან ცუდად გამოიყურება, რადგან სამჯერ ნაოპერაციები კოჭი დაიზიანა“.

ყენიამ კოჭი ჯერ კიდევ გელზენკირხენის „შალკეში“ თამაშის დროს დაიზიანა და ტრავმა იმდენად სერიოზული აღოჩნდა, რომ სამი ოპერაცია დასჭირდა. მას ორ წელიწადზე მეტი ხანი გაუცდა. იმედია, 24 წლის ფეხბურთელი მალე გამოჯანმრთელდება.

მიმდინარე სეზონში ყენიამ „სლავიაშ“ ორჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

ნახეთ მეტი...