ხინჩეგაშვილი ფინალშია (ვიდეო)

რიგაში გრძელდება მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი. დღეს, ხალიჩაზე გავიდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი ფალავანი - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და იაკობ მაქარაშვილი (74). მაქარაშვილი მერვედფინალში დამარცხდა აზერბაიჯანელ ევროპის ჩემპიონ ჯაბრაილ ჰასანოვთან 0:5, მაგრამ მოგვიანებით დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, მას შემდეგ, რაც ჰასანოვმა ფინალის საგზური გაინაღდა.

რეპეშაჟის ნახევარფინალში იაკობ მაქარაშვილმა უკრაინის ნაკრების წევრ გია ჩიხლაძეს აჯობა 10:0. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბულგარელ მიროსლავ სტეფანოვს დაეჭიდება. ხინჩეგაშვილმა ფინალში გასვლა შეძლო და საღამოს, ფინალურ ბლოკში ევროპულ ოქროს შეუტევს. საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენმა ჯერ მაკედონიელი ჯასინ რედჯალარი დაამრცხა 10:0, მერე კი 5-0 აჯობა სომეხ ვალოდია ფრანგულიანს და ნახევარფინალში გავიდა, სადაც 4-2 დაჩაგრა აზერბაიჯანელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჰაჯი ალიევი. ჩვენი ფალავანი ფინალში ბელარუს ჰეორჰ კალიევს შეხვდება. ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

ნახეთ მეტი...