მაკა ჩიჩუა :  „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და პირიქით, თქვენ გვაძლევთ სტიმულს და ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს“

პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, დღეს, საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოში კომიტეტისოფიციალური პარტნიორის, კომპანია BP-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც რიოს 2016 წლისპარაოლიმპიადისთვის მზადებას შეეხებოდა. მაკა ჩიჩუამ ღონისძიებში მონაწილეობა, როგორც პარაოლიმპიელთა მეგობართაკლუბის საპატიო წევრმა, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო.  პირველმა ლედიმ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა დაქვეყანაში პარაოლიმპიური სპორტის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებში წარმატებაუსურვა:

„მრავალჯერ მითქვამს და მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და პირიქით, თქვენ გვაძლევთ სტიმულს და ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს. ჩემთვის, როგორც თქვენი დიდი გულშემატკივარისათვის, ყოველთვის ბედნიერებაა თქვენ გვერდით ყოფნა. გიდასტურებთ ჩემს თანადგომას, თუ რამე შემიძლია გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო წინ წავიდეთ და უფრო ბევრმა მოვიპოვოთ ლიცენზიები და მრავალ ოლიმპიადაზე ვიასპარეზოთ. მე ყოველთვის მზად ვარ დაგეხმაროთ. წარმატებას გისურვებთ და მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად აქ ვიმყოფები. დიდი მადლობა მოწვევისათვის“, -განაცხადა პირველმა ლედიმ.

ch8

აღსანიშნავია, რომ BP საქართველოში, პარაოლიმპიური კომიტეტის და სამი პარაოლიმპიელი ელჩი სპორტსმენის ზვიად გოგოჭურის, ირმა ხეცურიანისა და ნიკა თვაურის ოფიციალური სპონსორია.

2016 წლის პარაოლიმპიადის სალიცენზიო მარათონში ქართველმა პარასპორტსმენმა, სპორტული პრინციპებით ისტორიაში პირველად, შეძლო ოთხწლეულის უმთავრეს სპორტულ ღონისძიებაზე მონაწილეობის უფლების მოპოვება. მხედველობა დაქვეითებულთა შორის ძიუდოში რიოს პირველი ლიცენზია საქართველოს სპორტსმენმა ზვიად გოგოჭურმა მოუტანა.

ლიცენზიისთვის ბრძოლას წარმატებით განაგრძობენ ეტლით მოფარიკავე - ირმა ხეცურიანი და მოცურავე - ნიკა თვაური. მიმდინარე წელს ირმამ უნგრეთის ქალაქ ეგერში გამართულ შეჯიბრებაზე არაოლიმპიურ სახეობაში, ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიურ დისციპლინაში, რაპირით ფარიკაობაში კი უძლიერეს 8 მონაწილეს შორის შევიდა და მნიშვნელოვანი სარეიტინგო წინსვლა განიცადა. მას რიოს ლიცენზიამდე მხოლოდ 10 ქულა აშორებს.

ch5

ნიკა თვაურს მაისში პორტუგალიაში გასამართი ევროპის პირველობა ელის, სადაც სალიცენზიო ნორმატივის შესრულების შემთხვევაში, პირველი ქართველი პარასპორტსმენი იქნება, რომელიც ზედიზედ ორ პარაოლიმპიადაზე შეძლებს გამოსვლას.

ch4

ch11

საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი 2003 წელს დაფუძნდა. ამ ხნის განმავლობაში, კომიტეტის ძალისხმევით არაერთი შშმ-პირი იქნა მაღალი მიღწევების სპორტში ჩართული.

ch10

ch9

ch7

ch2

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური

 

ნახეთ მეტი...