ჯგერენაია კარიერას ლიტვაში გააგრძელებს

25 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი ჯგერენაია კარიერას ლიტვურ "ნევეზის კედაინიანის" შემადგენლობაში გააგრძელებს.

ჯგერენაია გასულ სეზონში "სოხუმის" ღირსებას იცავდა და სუპერლიგაში მისი მონაგარი საშულაოდ 13.2 ქულასა და 10.4 მოხსნას შეადგენდა.

ახალი გუნდის შემადგენლობაში ჯგერენაიამ ერთი მატჩის გამართვა უკვე მოასწრო. ლიტვის ჩემპიონატის მეორე ტურში "ნევეზისი" საშინაო კედლებში "ზვაიგზდესთან" 73-78 დამარცხდა. ქარველმა პარკეტზე 4 წუთი დაჰყო და საკუთარ გუნდს 2 ქულით დაეხმარა.

ნახეთ მეტი...