საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია (ვიდეო)

ტრიუმფით დაასრულა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა, რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილმა გუდმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი პირველობა არავის დაუთმო.

ევროპის ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ , ვერცხლის მედალს დავით ტლაშაძე (70) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი იაკობ მაქარაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (86) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი 59 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე რუსეთი გავიდა 54 ქულით, მესამეზე უკრაინა - 51.

მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი. მწვრთნელები: არჩილ ქიტიაშვილი, დავით პოღოსიანი, ალექსანდრე კახნიაშვილი, ემზარი ბედინეიშვილი და ნუგზარ სხირელი.

მსაჯი თემო ყაზარაშვილი.

ექიმი თემურ მგელაძე, მასაჟისტი ჯემალ კელიხაშვილი

wrestling.ge

ნახეთ მეტი...