ოსკარ პისტორიუსი საპატიმროდან გაათავისუფლეს

მეგობარი გოგონას მკვლელობისთვის 5 წლით დაპატიმრებული პარაოლიმპიური თამაშების ექვსგზის ჩემპიონი ოსკარი პისტორიუსი ციხიდან გაათავისუფლეს.

ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დარჩენილ ვადას პისტორიუსი საშინაო პატიმრობაში, ბიძამისის სახლში მოიხდის.

სპორტსმენი პრეტორიის ციხეში 2014 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდა. ის ირწმუნება, რომ გოგონა მძარცველი ეგონა და შეცდომით მოკლა.

შეგახსენებთ, რომ პისტორიუსმა 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზეც მიიღო მონაწილეობა. მის აქტივში 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალიცაა.

 

ნახეთ მეტი...