კახა ცხადაძეს ვლადიმირ ვაისი შეცვლის (ვიდეო)

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად სლოვაკი ვლადიმირ ვაისი იმუშავებს. ინფორმაცია რადიო ჯაკომ გაავრცელა. ცნობას ფეხბურთის ფედერაციაში ადასტურებენ.

51 წლის სპეციალისტმა 2005-06 წლების სეზონში ბრატისლავას ''არტმედია'' ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, 2010 წელს კი მისი ხელმძღვანელობით სლოვაკეთის ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდა, ფინალური ეტაპის ჯგუფური ტურნირი წარმატებით დაძლია და 1/8 ფინალში გასვლა შეძლო.

ჯგუფურ ეტაპზე სლოვაკეთმა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი იტალია 3:2 დაამარცხა, რომელსაც მარჩელო ლიპი ხელმძღვანელობდა.1/8 ფინალში სლოვაკეთი ბერტ ვან მარვიკის ჰოლანდიასთან 1:2 დამარცხდა.

2011-12 წლების სეზონში ვაისი ბრატისლავას ''სლოვანს'' ედგა სათავეში, როდესაც გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.

ვლადიმირ ვაისი 2012 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე ყაზახურ ''კაირატს'' წვრთნიდა, მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე სეზონში ყაზახური კლუბი ევროპა ლიგის ფლეი ოფში მოხვდა, სადაც ფრანგულ ''ბორდოსთან'' დამარცხდა.

რაც შეეხება მის სამწვრთნელო ტიტულებს, 2004-05 და 2007-08 წლებში სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა, 2007-08 წლებში კი სლოვაკეთის თასი მოიგო.

მისი ხელმძღვანელობით 2015 წელს ''კაირათი'' ყაზახეთის ვიცე ჩემპიონი გახდა, თუმცა მოახერხა ყაზახეთის თასისა და სუპერთასის მოგება.

Generated by  IJG JPEG Library

ვაისი ყოფილი ფეხბურთელია, ამპლუით ნახევარმცველი ბრატისლავას ''ინტერში,'' პრაღის ''სპარტასა'' და ''კოშიცეში'' თამაშობდა, კარიერა კი ბრატისლავას ''არტმედიაში'' დაასრულა, რომელიც შემდგომ მწვრთნელის ამპლუაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

ვაისი 1988-90 წლებში ჩეხოსლოვაკიის ეროვნული გუნდის წევრი იყო და 1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა.

1993-95 წლებში ვაისმა სლოვაკეთის ეროვნული ნაკრებში ითამაშა, რომლის შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ვაისი

 

ვაისი1

ჩეხოსლოვაკიის ეროვნულ ნაკრებში ვაისის თანაგუნდელი მიხაელ ბილეკი იყო, რომელმაც 2014 წელს მცირე ხნით თბილისის დინამოს მთავარ მწვრთნელად იმუშავა, თუმცა წარუმატებელი მუშაობის გამო პოსტი დატოვა.

ვაისი და ბილეკი

ნახეთ მეტი...