ინციდენტი და ჩაშლილი მატჩი საქართველოს მეორე ლიგაში (ვიდეო)

მეორე ლიგის ცენტრალური ზონის შეხვედრა თბილისის "მარკ სტარსსა" და გურჯაანის "ალაზანს" შორის ჩხუბის გამო ჩაიშალა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, რომ გურჯაანელი ფეხბურთელები მინიმალური ანგარიშით იგებდნენ, როდესაც მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოედანზე შეჭრილ გულშემატკივრებსა და ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო.

შეხვედრის არბიტრმა მოედნიდან ორივე გუნდის ფეხბურთელები გააძევა, თუმცა მატჩის გაგრძელება ვეღარ მოხერხდა. კონფლიქტი სპორტკომპლექს "შატილის" მოედანზე დაიწყო და შემდეგ მის ფარგლებს გარეთ გაგრძელდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი ე.წ. "სპიცებით" დაჭრეს. ერთ-ერთი ვერსიით  სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმაც ისმოდა.

სოციალურ ქსელში ინციდენტის დაწყების ამსახველი კადრები გავრცელდა. დამატებითი დეტალების გარკვევას საგამოძიებო უწყებებთან ვდილობთ და ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

ინციდენტი და ჩაშლილი მატჩში საქართველოს მეორე ლიგაში. ვრცლად იხილეთ ბმულზე:

Posted by MySports.Ge on Wednesday, 16 March 2016

ნახეთ მეტი...