მარტინ ონილი: "გერმანიისთვის მზად ვართ"

ირლანდიის ნაკრების თავკაცმა, მარტინ ონილმა, გერმანიასთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ირლანდიელები ჩვენს მომავალ მეტოქეს ხუთშაბათს დაუპირისპირდებიან.

"რთული მატჩი გველის, მაგრამ მისი ჩატარება მაღალ დონეზე შეგვიძლია. გერმანია ძლიერი მეტოქეა, რომელიც მოედანზე მოსაგებად გავა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მაქსიმუმს დავდებთ, საფინალო სასტვენის შემდეგ დამწუხრებულები არ ვიქნებით. გემრანიასთან გასამართი მატჩისთვის მზად ვართ" - განაცხადა ონილმა.

Sky Sports-ის ცნობით, მომდევნო მატჩში ირალანდიელებს გლენ უილანი და ჯეიმს მაკლინი ვერ დაეხმარებიან.

ნახეთ მეტი...