ზაზა ფაჩულიამ კევინ ლავს ბურთი მოპარა (ვიდეო)

“დალას მავერიკსის“ და “კლივლენდის“ შეხვედრის ერთ ეპიზოდში, რომელიც ლებრონ ჯეიმსის გუნდმა 99:98 მოიგო, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა “კლივლენდის“ ვარსკვლავს კევინ ლავს ბურთი მოპარა. ზაზა ფაჩულიამ მეტოქის შეტევისას, “კლივლენდის“ მძიმე ფორვარდს ბურთი ეფექტურად აართვა, მოედანი გადაჭრა და ორი ქულა მიითვალა. ზაზამ ამ შეხვედრაში 13 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ნახეთ მეტი...