“დალას მავერიკსმა“ საქველმოქმედო აქცია გამართა (ვიდეო და ფოტოგალერეა)

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა“ ახლახანს საქველმოქმედო აქცია გამართა. საღამოს სასტუმრო “ომნი დალასმა“ უმასპინძლა. ღონისძიების მიზანი გუნდის საქველმოქმედო ფონდისთვის თანხის შეგროვება იყო, “დალასის“ ფონდი გაჭირვებულ ადამიანებს - ქალებს, ბავშვებს, ოჯახებს, სასწავლო ცენტრებს ეხმარება.

ღონისძიებას დაესწრნენ გუნდის პრეზიდენტი მარკ კუბანი, მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილი, გუნდის მოთამაშეები მეუღლეებთან ერთად და “დალასის“ საქველმოქმედო ფონდის 500-ზე მეტი მხარდამჭერი. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია საღამოს მეუღლე თიკა ალავიძესთან ერთად დაესწრო.

ჩატარდა ცოცხალი აუქციონი, გაიყიდა ფოტოები “დალასის“ მოთამაშეების ავტოგრაფებით. საინტერესოა, რომ დღემდე ფონდმა 3.5 მილიონი დოლარი შეაგროვა, ახლახანს კი გუნდმა დაიწყო ახალი აქცია, რომელიც ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხების 50 % ფონდში გადარიცხვას გულისხმობს.

 

The Mavs ball raised more than half a million dollars for the Mavs Foundation! Check out more here: http://go.mavs.com/l/3gm

Posted by Dallas Mavericks on 2016 წლის 9 მარტი, ოთხშაბათი

zaza-5

zaza-3

zaza-1

dirki

parsona

derona

160304_Mavs-Ball-Carter-Rose-0307

160304_Mavs-Ball-Carter-Rose-0202

160304_Mavs-Ball-Carter-Rose-0301

160304_Mavs-Ball-Carter-Rose-0216

160304_Mavs-Ball-Carter-Rose-0217

ნახეთ მეტი...