ჯაბა კანკავა: „საფრანგეთში თამაშისას საქართველოს წარმოვადგენ“

 

საქართველოს ფეხბურთლთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ინტერნეტპორტალ francebleu.fr-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთში უკრაინასთან შედარებით ფეხბურთის დონე გაცილებით მაღალია.

-რეიმსში თითქმის ორი თვე ხართ. თქვენი ცხოვრება როგორ მიმდინარეობს?

-პროფესიონალი ფეხბურთელის ჩვეული ცხოვრების რიტმია - ვარჯიშები, აღდგენა, დიეტა და უიქენდის მატჩებისთვის მზადება. ეს ყოფა არც ახალ ქალაქში შეცვლილა.

 -ახალ ქალაქში ინტერგირება რთულია?

-პირველ ყოვლისა ფრანგულ ფეხბურთში ინტეგრაციისთვის ვემზადებოდი. ვიცოდი, რომ აქ ჩამოსულს გარკვეული ჩვევების შეცვლა მომიწევდა, მაგრამ მთავარია კლუბს რაც შეიძლება მეტი შევმატო. შეგუება არც ისე გამიჭირდა, რადგან კარგად მოვემზადე. მიხარია, რომ რეიმსში ვარ.

-სირთულეს ენის ბარიერიც წარმადგენს. ფრანგულის სწავლა დაიწყეთ?

-ფრანგულის სწრაფად შესწავლა მსურს და მასწავლებელთან ვმეცადინეობ. ყველანაირად ვცდილობ, რომ ფრანგული ენა რაც შეიძლება მალე ავითვისო.

-„რეიმსში“ თანაგუნდელებს უკვე დაუმეგობრდით?

-თანაგუნდელებმა ძალიან კარგად მიმიღეს და ვგრძნობ, ბევრს აკეთებენ, რათა ახალ ქვეყანაში აკლიმატიზაცია გავიარო. გარდა ამისა, გარემოსთან შეგუებაში. ფრანგულის მასწავლებელიც მეხმარება

-გულშემატკივართა გული უკვე მოიგეთ.  არ გრძნობთ?

-მართლა? არ ვიცი, ალბათ, თქვენ უკეთ იცით. ეს სასიამოვნო მოსასმენია, რადგან ცოტა ხნის წინ ჩამოვედი. გულშემატკივრების ასეთი დაფასებით ბედნიერი ვარ და მათ მადლობას ვუხდი.

-„დნიპროდან“ დატოვეთ, სადაც კარიერის დიდი ნაწილი გაატარეთ. უკრაინაში რა გამოცდილება შეიძინეთ?

-უდავოდ, ეს ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი მომენტი იყო. უკრაინაში გატარებულმა წლებმა, განსაკუთრებით კი დნეპროპეტროვსკში, როგორც ფეხბურთელს განვითარებაში ხელი ძალიან შემიწყო. ამას არასოდეს დავივიწყება და ყოველთვის მადლობელი ვიქნები.

-საფრანგეთის ჩემპიონატზე როგორი წარმოდგენა შეგექმნათ?

-უკრაინის ჩემპიონატს თუ შევადარებთ, საფრანგეთში კარგი დონის კლუბები გაცილებით მეტია. ამასთანავე, უფრო ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობენ. მართალია, ბევრი მატჩი არ ჩამიტარებია, მაგრამ უკვე მივხვდი, რომ საერთო ჯამში საფრანგეთში ფეხბურთის დონე გაცილებით მაღალია.

-მსაჯებმა არ დაგინდეს და ყველა მატჩში ყვითელი ბარათი გაჩვენეს. ასეთ მსაჯობას მიეჩვევით?

-ვაღიარებ, რომ ჩემი თამაში აგრესიულია ამ სიტყვის კარგი გაგებით. ამავე დროს არ მიმაჩნია, რომ მიღებული ყვითელი ბარათებიდან ყველას არ ვიმსახურებდი. ზოგიერთ შემთხვევაში მსაჯებს შეეძლოთ არ გავეფრთხილებინე.

-უკრაინაში მსაჯები უფრო დამნდობი არიან?

-ეს გარკვეულწილად მათ განწყობაზეა და თამაშის მსვლელობაზეა დამოკიდებული. განსხვავება არაა.

-თქვენთვის ნახევარდაცვის რომელი სქემა უფრო მისაღებია?

-ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის უნდა გავაკეთო რასაც მწვრთნელი მთხოვს. ან მცველების წინ მარტო ვთამაშობ ან კიდევ ორი საყრდენი ვართ. უპირატესობას ამა თუ იმ სქემას არ ვანიჭებ.

-თქვენს ცხოვრებაში საქართველოს ნაკრები რას ნიშნავს?

-თქვენს ქვეყანაში თამაშისას, ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ, რაც ფეხბურთლისთვის მნიშვნელოვანია. პირადად ეროვნულ ნაკრებში გამოსვლას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და მწვრთნელის ზარს ყოველთვის ამაყად ვპასუხობ.

-„რეიმსის“ მიზანი უეფას ევროპა ლიგაშ მოხვედრაა, სადაც „დნიპროს“ შემადგენლობაში გითამაშიათ?

-ამის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია. როგორც მითხრეს ეს ჩვენი კონკრეტული მიზანი არაა, მაგრამ ამბიცია გვაქვს და ვნახოთ რა იქნება.

-დაბოლოს, შეგიძლიათ შეგვპირდეთ, რომ ექვსი თვის შემდეგ ინტერვიუს ფრანგულად მოგვცემთ!

-რატომაც არა! ჩემთვის ფრანგულად საუბარი მნიშვნელოვანია. შევეცდები ეს გავაკეთო. ამას ექვსი თვის შემდეგ გავიგებთ.

ნახეთ მეტი...