ანტონ ფეიქრიშვილი SkySports-მა კვირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა (ვიდეო)

რუმინეთთან მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაში საქართველოს ნაკრებიდან ერთ-ერთი გამორჩეული მარჯვენა ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი იყო, ვინც მეტოქეს პირველ ტაიმში ორი ლელო გაუტანა. ფეიქრიშვილის თამაში ბრიტანულმა SkySports-მა დააფასა და გასული კვირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

საინტერესოა, რომ ეს სიმბოლური ნაკრები სანაკრებო ექვსი ერის, ასევე პლანეტის წამყვანი საკლუბო ტურნირების - ტოპ 14-ის, ინგლისის პრემიერშიპის, კელტების ლიგის და სუპერ რაგბის თამაშების მიხედვითაა შედგენილი და ქართველი მორაგბე ერთადერთია მეორე დონის სარაგბო ტურნირიდან, რომელიც 15 რჩეულში მოხვდა.

SkySports-მა ქართველი ბურჯის დახასიათებისას ექვსი ერიც ახსენა:“ ფეიქრიშვილმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა, როდესაც საქართველომ რუმინეთი 38:9 დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ მოიგო ევროპის ერთა თასი. ამ მოგებით ქართველებმა გაიმყარეს ექვს ერში თამაშის არგუმენტი, როდესაც მეტოქეს 52 ათასზე მეტი მაყურებლის წინაშე 6 ლელო დაუდეს. თბილისში გამართული შეხვედრა დასამახსოვრებელი იყო “ბრივის“ ყოფილი, ხოლო ამჟამად „ბეიონის“ ბურჯისთვის. მეორე წუთზე ის მოლს მოწყდა და ბურთი ლელოში დაამიწა, ხოლო ტაიმის მიწურულს რუმინელთა 22-ში მამუკა გორგოძისგან მიიღო გადაცემა, სამ მბოჭავს გასცდა და ფანტასტიური ლელო გაიტანა“.

SkySports-ის სიმბოლური ნაკრები: 15. ჯეიმს მარშალი, 14. ჯორჯ ნორთი, 13. ჩარლზ პიუტაუ, 12. ჯეიმი რობერტსი, 11. ალივერეტი რაკა, 10. რის პატჩელი, 9. დენი ქიარი; 1. ჯეკ მაკგრათი, 2. აგუსტინ კრევი, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. ჟაკ დუ პლესი, 5. ჯორჯ კრუსი, 6. სიჯეი სტენდერი, 7. როს მორიარტი, 8. ჯეიმი

ნახეთ მეტი...