საქართველოს ნაკრებმა წლის სადებიუტო მატჩისთვის მზადება დაიწყო (ვიდეო)

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის მზადება დაიწყო.

ეროვნული გუნდი 22 მარტს, სასტუმრო „ჰუალინგში“ შეიკრიბა.

საქართველოს ნაკრების ფებურთელებს ახალი სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა წარუდგინეს.

ვლადიმირ ვაისთან ერთად, ეროვნულ გუნდში ამ ეტაპზე ჯოზეფ კონტირი, რომან შვანტნერი და დავით გვარამაძე იმუშავებენ.

ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ სავარჯიშო მოედანზე გამართა.

12874408_10208008394903066_1226328768_o

ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში ამ ეტაპისთვის 20 ფეხბურთელია.

პირველი ვარჯიში გაცნობითი ხასიათის იყო და საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა.

23 მარტიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ორჯერად ვარჯიშებს გეგმავს.

23 მარტს, დილის 11 საათზე, ვლადიმირ ვაისის გუნდი მედიის წარმომადგენლებისთვის ღია ვარჯიშს ჩაატარებს. საქართველოს ნაკრები 2016 წლის პირველ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს 29 მარტს, 21 საათზე „დინამო არენაზე“ გამართავს.

1001086_1050010545070162_5663215935577840055_n

კიდევ რამდენიმე მოთამაშეს კი, მთავარი მწვრთნელი 23 მარტს, საქართველოსა და სან მარინოს ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ დაასახელებს.

მეკარეები: გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი“ რუსეთი), ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ტორპედო“ ქუთაისი).

მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი („დინამო თბილისი), უჩა ლობჟანიძე („დინამო თბილისი“), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („სკა-ენერგია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია).

12899699_10208008537106621_310263635_n

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი“, აზერბაიჯანი), ალექსანდრე კობახიძე („დნიპრო“, უკრაინა), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, მოსკოვი, რუსეთი), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („ესქიშეჰირსფორი“, თურქეთი), ნიკა ძალამიძე („რიზესფორი“, თურქეთი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ჭანტურია („დუისბურგი“, გერმანია)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), გიორგი ქვილითაია („დინამო თბილისი).

12717594_1050009258403624_6157431289578860513_n

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და ყაზახეთს შორის 29 მარტს, 21 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

ნახეთ მეტი...