ქართველი ჟურნალისტი ტერაქტის დროს დაზარალებულ კალათბურთელს შეხვდება (ვიდეო)

პარიზის, ანკარას, სტამბოლის და კიდევ ათამდე სხვადასხვა ქალაქში, ბოლო თვეებში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ სამყაროს ყურადღების ცენტრში ბრიუსელი მოექცა. 22 მარტს მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად, ბელგიის დედაქალაქში 37 ადამიანი გარდაიცვალა. 300-მდე დაშავებული კი ამ დრომდე ჰოსპიტალიზირებულია. ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, მსოფლიოს ყველა მედია საშუალების სასურველი რესპოდენტი ქართველი ჟურნალისტი გახდა. ჩვენ ქართველ ჟურნალისტს ბრიუსელში დავუკავშირდით.

36 წლის ქეთევან ქარდავა ტერორისტულ აქტს გადარჩენილ იღბლიან ადამიანებს შორისაა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს კორესპოდენტი სამშაბათ დილას ბრიუსელიდან ჟენევაში გამგზავრებას გეგმავდა.

აფეთქება კი მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ავიარეისზე რეგისტრაციის გასავლელად მივიდა. „ერთი მეტრის რადიუსში მოხდა აფეთქება, რამდენიმე წამში კი იყო მეორე ძლიერი აფეთქება. ძალიან რთულია სიტყვებით იმ ემოციის გადმოცემა, რაც იმ დროს განვიცადე. არაბუნებრივი ხმაური და ადამიანების განწირული ხმა. ირგვლივ უამრავი ადამიანი ძირს იწვა, ჰქონდათ დაზიანებები. აეროპორტი სრულად შემინულია და ბევრმა მათგანმა იმიტომ მიიღო დაზიანება, რომ მინები მთლიანად ჩაიმსხვრა. როდესაც გავიაზრე, რომ ქვედა კიდურები მქონდა და გადაადგილება შემეძლო, მობილური ტელეფონი ამოვიღე და ფოტოების გადაღება დავიწყე“, - იხსენებს ქეთი ქარდავა.

[caption id="attachment_35727" align="alignnone" width="483"]ტერაქტს გადარჩენილი მგზავრები ტერაქტს გადარჩენილი მგზავრები, ფოტო ქეთევან ქარდავა[/caption]

 

[caption id="attachment_35729" align="alignnone" width="483"]ბრიუსელის აერპორტი, 22 მარტი ბრიუსელის აერპორტი, 22 მარტი, ფოტო ქეთევან ქარდავა[/caption]

აფეთქების შემდეგ ბრიუსელის აეროპორტიდან პირველი ფოტოები სოციალურ ქსელ ფეისბუქსა და ტვიტერზე სწორედ ქართველი ჟურნალისტის მეშვეობით მოხვდა. ბოლო 48 საათია, ქეთი ქარდავას გადაღებულ ფოტოებს მსოფლიოს ყველა გამოცემის პირველ გვერდზე ნახავთ. წამყვანი ტელევიზიები კი ფოტოს ავტორის შესახებ სპეციალურ რეპორტაჟებს ამზადებენ.

k2

“ბევრ ცხელ წერტილში მიმუშავია, თუმცა ყველგან დაგეგმილად მივდიოდი და ვიცოდი კონკრეტულ გადაღებას თუ რა რისკი შეიძლება ჰქონოდა, მაგრამ, რასაც ბრიუსელის აეროპორტში შევესწარი, რეალურად ჩემთვის ბევრი რამ შეცვალა. მოულოდნელად აღმოვჩნდი მოვლენათა ეპიცენტრში. იმ წუთიდან გადაფასება მოხდა ბევრი თემის. თუმცა, ასეთ რთულ მომენტშიც კი, პროფესიულმა საქმიანობამ გადაწონა ბევრი საკითხი. კიდევ ერთხელ გავხდი, მოვლენათა ეპიცენტრის მონაწილე. უამრავი ადამიანი იყო ჩემს წინ, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა. დღეს მათ მინდა ბოდიში მოვუხადო, რადგან ვერ შევძელი მათი დახმარება. ეს რეალურად შეუძლებელიც იყო. ძალიან მინდა, რომ ყველა დაზარალებული, რომელიც ჩემს ფოტოებზეა აღბეჭდილი პირადად გავიცნო და გამოჯანმრთელება ვუსურვო“.

k6

 

 

 

 

 

 

 

 

 

ერთერთ ფოტოზე, რომელიც ქეთი ქარდავამ აფეთქებიდან რამდენიმე წამში გადაიღო, 37 წლის სებასტიან ბელინია აღბეჭდილი. ბრაზილიაში დაბადებული ბელგიელი კალათბურთელი, რომელიც ბელგიის ეროვნული ნაკრების წევრი იყო და სანაკრებო კარიერა 2008 წელს დაასრულა. ამჟამად კალათბურთელი მკურნალობის კურსს ანდერლეხტის ერასმუსის კლინიკაში გადის.

კალათბურთელს ოპერაცია ტერაქტიდან რამდენიმე საათში ჩაუტარდა. ქართველი ჟურნალისტი კი მასთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გეგმავს, როდესაც მედიკოსებისგან საბოლოო დასტურს მიიღებს.

BERLIN, GERMANY - DECEMBER 13: Sebastien Bellin, #14 of Dexia Mons-Hainaut in action during the 2011-2012 Eurocup Regular Season Game Day 5 between..Alba Berlin v Dexia Mons-Hainaut at O2 World Arena on December 13, 2011 in Berlin, Germany.  (Photo by Regina Hoffmann/EB via Getty Images)

„მოგვიანებით შევიტყვე, რომ ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი კალათბურთელი იყო. მას აუცილებლად ვნახავ. უკვე ვესაუბრე შესაბამის ადამიანებს და უახლოეს დღეებში დაზარალებულს ჰოსპიტალში ვესტუმრები. უამრავ თემაზე მიმუშავია, ძირითადად პოლიტიკაში, მაგრამ სპორტი ძალიან მიყვარს. საინტერესო სფეროა. ხშირად ვამზადებ რეპორტაჟებს სპორტულ თემებზეც, როდესაც საქართველოს ნაკრები თამაშობს ევროპის მასშტაბით. ნამდვილად დიდი ემოციაა, როდესაც შენი ქვეყნის წარმატების შესახებ უყვები მაყურებელს“.

ტერაქტს გადარჩენილი ბელგიელი კალათბურთელის პირველი საკმაოდ ემოციური კომენტარი დღეს ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით გავრცელდა. ბელინის ქვედა კიდურების მძიმე ოპერაცია ადგილობრივ ჰოსპიტალში ჩაუტარდა.

„როდესაც გავიაზრე რაც მოხდა, მთელი ფიქრები ჩემი ოჯახისკენ წავიდა. არ მსურდა ჩემი შვილები მამის გარეშე გაზრდილიყვნენ....მახსოვს, რომ ჩემი 115 კილოიანი სხეული მეორე აფეთქების ტალღამ ბუმბულის ბალიშივით 20-30 მეტრი სიშორეზე მოისროლა“, - ჰყვება პირველ ინტერვიუში ტერაქტის დროს დაზარალებული სებასტიან ბელინი.

[caption id="attachment_35734" align="alignnone" width="407"]k8 ABCNEWS-ის ჟურნალისტი სებასტიან ბელინის კლინიკაში ესტუმრა[/caption]

ბელინისა და ქართველი ჟურნალისტის შეხვედრა სავარუდოდ უახლოეს ორ დღეში შედგება. „მინდა, რომ პირადად გავიცნო სებასტიანი და ასევე ყველა, ვინც ამ ტერაქტს სასწაულებრივად გადაურჩა. ერთადერთი დადებითი, რაც ალბათ ამ ფოტოებს თან ახლდა, ის არის, რომ ამ ადამიანების ოჯახის წევრებმა სწორედ ამ ფოტოებით შეიტყვეს მათი ახლობლების მდგომარეობის შესახებ . საბედნიეროდ, ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩემს მიერ გადაღებულ 11 ფოტოზეა აღბეჭდილი, ცოცხალი გადარჩა. ჩემი დიდი სურვილია, რომ უახლოეს მომავალში ამ ადამიანების გამოჯანმრთელების შემდეგ ერთად გადაღებული ფოტო გახდეს სიმბოლო იმისა, რომ ტერორიზმის ადგილი არ არის სამყაროში და ჩვენ ყველა ერთიანი, მშვიდობიანი სამყაროს ნაწილი ვართ“ - ქეთევან ქარდავა

[caption id="attachment_35725" align="alignnone" width="540"]k4 ბრიუსელის ცენტრი, ქალაქი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს გლოვობს. 2016 წლის 23 მარტი[/caption]

k1

სტატიაში გამოყენებულია ქეთევან ქარდავას, Daily mail-ისა და ABCNEWS-ის მასალები

ნახეთ მეტი...