აშშ-ს ნაკრები შესაძლოა პოპოვიჩმა ჩაიბაროს

2016 წლის ოლიმპიადის შემდეგ აშშ-ს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდი ალბათობით "სან ანტონიოს" დამრიგებელი, გრეგ პოპოვიჩი დაინიშნება.

CBS Sports-ის ცნობით, პოპოვიჩის გარდა აშშ-ს კალათბურთის ფედერაცია ბილი დონოვანის, რიკ კარლაილის, დოკ რივერსის, ჯონ კალიპარის და შონ მილერის კანდიდატურებსაც განიხილავს.

შეერთებული შტატების ამჟამინდელ მწვრთნელს, მაიკ კშიშევსკის კონტრაქტი რიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგ უმთავრდება.

ნახეთ მეტი...