მჭედლიძის ლელო ქართველების "მონპელიესთან" (ვიდეო)

26 მარტს საფრანგეთის ტოპ 14-ში ქართული დერბი შედგა. თამაზ მჭედლიძის და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" დავით ქუბრიაშვილის და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" მიიღო და 21:45 დამარცხდა.

სამივე ქართველმა მორაგბემ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. სტუმართა შემადგენლობაში მე-40 წუთზე მოედანზე ნარიაშვილი გამჩნდა, ქუბრიაშვილს კი არ უთამაშია. "აჟენის" რიგებში კი მჭედლიძე თამაშში 63-ე წუთძე ჩაერთო, 75-ზე კი საკმაოდ ეფექტური ლელოს დადებაც მოახერხა. თეთრაშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღა.

ნახეთ მეტი...