ბორჯღალოსნების შემადგენლობა ნამიბიის წინააღმდეგ

2015 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების უკანასკნელ მატჩამდე 2 დღე რჩება და ამ თამაშზე ქართული რაგბის ისტორიის ბედი გადაწყდება. თუ მიმდინარე ტურნირს ნაკრები გამარჯვებით დაასრულებს, 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები ავტომატურ კვალიფიკაციას მოიპოვებენ, რისი შესაძლებლობაც აქამდე ქართულ რაგბს არასდროს მისცემია.

მზადება მსოფლიო თასის უკანასკნელი მატჩისთვის

მას შემდეგ რაც ნაკრები შაბათს საღამოს ექსეტერთან მდებარე სოფელ ვუდბერის ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა, მატჩისთვის მზადება გუნდმა მხოლოდ გუშინ დაიწყო. კვირის ვარჯიში დატვირთული არ ყოფილა და ბორჯღალოსნებმა დღე აღდგენასა და დარბაზის მსუბუქ ვარჯიშს დაუთმეს.

დღეს კი გუნდმა ვუდბერი პარკში სრულყოფილი მზადება დაიწყო და ვარჯიშის შემდეგ ექსეტერელ ბავშვებს პატარა მასტერკლასიც ჩაუტარა.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ნამიბიის წინააღმდეგ

7 ოქტომბერს, ოთხშაბათს, საქართველოს დროით 23:00 საათზე ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის უკანასკნელ მატჩს ნამიბიას ‘სენდი პარკზე’ გაუმართავენ. 48 საათით ადრე სამწვრთნელო შტაბი სამატჩო შემადგენლობას აცხადებს.

სამწუხაროდ, ტრავმების გამო განაცხადში ვერ მოხვდნენ ლაშა ხმალაძე, გიორგი ფრუიძე და ლევან ჩილაჩავა - ბორჯღალოსანთა ბურჯმა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში წვივის კუნთი დაიზიანა და სამწუხაროდ მსოფლიო თასის უკანასკნელ მატჩს ტრიბუნიდან უყურებს. კარგი ამბავია ის, რომ მერაბ კვირიკაშვილი, რომელმაც მუხლის მყესის დაჭიმულობის გამო ერთი თამაში გამოტოვა, გუნდს დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობს.

 

მერაბ კვირიკაშვილი: „სამ დღეზე ცოტა მეტი დავისვენე და ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ტრავმის შემდეგ დღეს პირველად ვივარჯიშე და არანაირი ტკივილი და დისკომფორტი არ მქონია. დარწმუნებული ვარ, რომ ნამიბიასთან სათამაშოდ 100%-ით  მზად ვარ.“

 

მილტონ ჰეიგი მამუკა გორგოძის შესახებ:  „მამუკამ დღევანდელი ვარჯიში მუხლის ტკივილის გამო გამოტოვა. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გვინდოდა კაპიტანი ცოტა დაგვესვენებინა, რადგანაც ამ მსოფლიოზე ყველაზე დიდი ხანი მას მოუწია ითამაშა და თანაც, იცით, მისი შემტევი სტილი.

„ბევრს გაუკვირდა მისი შემადგენლობაში ყოფნა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ, ჩემი პასუხი კი ერთია - ის გუნდის კაპიტანია. ჩემი აზრით, კაპიტანმა ყველა მატჩი უნდა ითამაშოს, რა თქმა უნდა,თუ ეს შეუძლია. დარწმუნებული ვარ ის ამ მატჩსაც ირსეულად წარუძღვება”.

უკანა ხაზი [ბექები]
15 მერაბ კვირიკაშვილი მონლიუსონ [სფრ ფ 1] 1983 87 12ლ 111გ 123ჯ 3ა [660 ქ] 4სბ
14 თამაზ მჭედლიძე აჟენ [სფრ დ2] 1993 34 4ლ
13 დავით კაჭარავა ენისეი [რუს] 1985 86 17ლ [4 კაპ] სბ
12 მერაბ შარიქაძე ორიაკ [სფრ დ2] 1993 39 7ლ [1 კაპ]
11 სანდრო თოდუა ლელო სარასენს [საქ] 1987 49 5ლ 2სბ
10 ლაშა მალაღურაძე ბანიერ [სფრ ფ 1] 1986 61 3ლ 29გ 25ჯ 3ა [157 ქ] 2სბ
9 ვასილ ლობჟანიძე არმაზი [საქ] 1996 9 :
შერკინება [ფორვარდები]
1 მიხეილ ნარიაშვილი მონპელიე [სფრ ტ14] 1990 31 ლ სბ
2 ჯაბა ბრეგვაძე ბოლნისის ყოჩები [საქ] 1987 31
3 დავით ზირაქაშვილი კლერმონ [სფრ ტ14] 1983 52 9ლ [1 კაპ] 3სბ
4 გიორგი ნემსაძე ტარბ [სფრ დ2] 1984 53 9ლ 3სბ
5 კოტე მიქაუტაძე ტულონ [სფრ ტ14] 1991 39 2ლ 2სბ
6 გიორგი თხილაიშვილი ბათუმი [საქ] 1991 23 3ლ სბ
7 ვიტო კოლელიშვილი კლერმონ [სფრ ტ14] 1989 35 3ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ
8 მამუკა გორგოძე^კაპ ტულონ [სფრ ტ14] 1984 64 25ლ [7 კაპ] 5სბ
მარქაფა [სათადარიგოები]
23 ბექა წიკლაური ლოკომოტივი [საქ] 1989 22 4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ]
22 გიორგი აფციაური ქუთაისის აია [საქ] 1994 13 :
21 გიორგი ბეგაძე ბოლნისის ყოჩები [საქ] 1986 39 2სბ
16 შალვა მამუკაშვილი სეილ შარქს [ინგ პრემ] 1990 34 3ლ
17 კახა ასიეშვილი ბრივ [სფრ ტ14] 1987 15
18 ანტონ ფეიქრიშვილი ბრივ [სფრ ტოპ 14] 1987 16 ლ სბ
19 ლევან დათუნაშვილი ორიაკ [სფრ დ2] 1983 74 3ლ [3 კაპ] 6სბ
20 ლაშა ლომიძე ბეზიე [სფრ დ2] 1992 14 2ლ სბ
უფროსობა
მილთონ ჰეიგ მთავარი მწვრთნელი [ზელ]
ილია მაისურაძე მწვრთნელი
ილია ზედგინიძე მწვრთნელი
ირაკლი მაჩხანელი მწვრთნელი
მაიქლ ბრედლი მწვრთნელი [ირლ]
დიდიე ბეს მწვრთნელი [სფრ]
ვასილ აბაშიძე მენეჯერი
rugby.ge

ნახეთ მეტი...