მაკარიძის ''ფეირენსემ'' ''ბენფიკა B'' დაამარცხა

პორტუგალიის სეგუნდა ლიგას მე-12 ტურში გიორგი მაკარიძის ''ფეირენსემ'' სტუმრად ლისაბონის ''ბენფიკას B'' გუნდი დაამარცხა. ქართველმა მეკარემ 90 წუთი ითამაშა. მაკარიძის გუნდმა ლისაბონელებს 2:1 მოუგო. ''ფეირენსე'' 17 ქულით მე-10 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში მაკარიძის გუნდი საკუთარ მოედანზე ''სანტა კლარას'' დაუპირისპირდება.

ნახეთ მეტი...