ქეცბაიას ''აპოელს'' ფინალამდე ერთი მატჩი აშორებს (ვიდეო)

კვიპროსის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ''აპოელი'' შინ ''აპოლონს'' დაუზავდა (1:1).

მე-20 წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, 29-ე წუთზე კი ''აპოელის'' ფეხბურთელებმა გაათანაბრეს.

90-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა ''აპოელის'' მოთამაშე მერკისი გააძევა, თუმცა ამ მომენტს შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

საპასუხო მატჩი 20 აპრილს შედგება.

ნახეთ მეტი...