გვილიას ''მინსკი'' თასის ნახევარფინალში (ვიდეო)

ბელარუსიის  თასის მეოთხედფინალში საფეხბურთო კლუბი ''მინსკი'' სტუმრად სოლიგორსკის ''შახტარს'' დაუზავდა (0:0).

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ვალერიან გვილია მოხვდა, საქართვეოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი 77-ე წუთზე შეცვალეს.

პირველი მატჩი ''მინსკმა'' შინ 2:0 მოიგო. ასე რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდი ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჟოდინოს ''ტორპედოს'' დაუპირისპირდება.

პირველი მატჩს გვილიას გუნდი სტუმრად, 20 აპრილს გამართავს, საპასუხო შეხვედრა კი 4 მაისს გაიმართება.

ნახეთ მეტი...