Wings for Life მსოფლიო რბენის პრეზენტაცია სამინისტროში (ვიდეო)

8 აპრილს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პროექტის Wings for Life მსოფლიო რბენა, პრეზენტაცია და პრესკონფერენცია გაიმართა. სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უნიკალური ღონისძიება Wings for Life World Run 8 მაისს ლოპოტას ხეობაში უკვე მესამედ ჩატარდება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება.

დარეგისტრირდით რბენაზე 4 მაისამდე

პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, და Wings for Life მსოფლიო რბენის სპორტული დირექტორი მაია აზარაშვილი შეხვდნენ, პროექტის პრეზენტაცია კი საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა ბექა გოლეთიანმა წარმოადგინა. შეხვედრას ასევე დაესწრენენ პროექტის პარტნიორები, სპონსორები, კეთილი ნების ელჩები და მედიის წარმომადგენლები.

პროექტის პრეზენტაციის მიზანი გახლდათ დამსწრე საზოგადოებისთვის 2014-2015 წლების მსოფლიო რბენის შედეგების, საინტერესო ფაქტების და 2016 წლის გეგმების გაცნობა, ბექა გოლეთიანმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო და კერძო სექტორების ჩართულობა პროექტში და რა შედეგები მოაქვს ამ პარტნიორობას ყველა მხარისთვის, პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ვიდეო-კლიპები.

შეხვედრის ფარგლებში ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლებმა ონლაინ რეგისტრაციას გაიარეს Wings for Life მსოფლიო რბენის ოფიციალურ ვებგვერდზე და რეკომენდაციას გაუწევენ სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, რომ ჩაერთონ პროექტში და გახდნენ ყველაზე გლობალური სპორტული ღონისძიების ნაწილი.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ სპორტის საერთაშორისო დღის ფარგლებში 10 აპრილს კუს ტბაზე Wings for Life მსოფლიო რბენისთვის მოსამზადებელი გარბენი გაიმართება.

2016 წლის 8 მაისს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და  უნიკალური ღონისძიება Wings for Life World Run უკვე მესამედ გაიმართება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება.

პროექტი ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორები არიან: წყალი „ბაკურიანი"და East Point - შოპინგის, გართობისა და დასვენების ქალაქი.  

ღონისძიების სამედიცინო პარტნიორია „სამედიცინო კორპორაცია ევექსი".

ღონისძიების მასპინძელია რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია კახეთის მხარეში.

პარტნიორები: ქალაქ თბილისის მერია, ფედერაცია „სპორტი ყველასათვის" Outdoor.ge, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი, ჯეპრა, Aspria Fitness.

მსოფლიო Live ტრანსლიაციის პარტნიორია „პირველი არხი".

მედია პარტნიორები: Palitra News, myvideo.ge, რადიო ჯაკო.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ნათია ამირიძე, კომუნიკაციების მენეჯერი

+995 5 77 55 00 33 natia.amiridze@ge.redbull.com

www.msy.gov.ge

ნახეთ მეტი...