არაბიძის ეფექტური გოლი და საგოლე პასი "შახტარის" 21-წლამდელებში (ვიდეო)

უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატში გიორგი არაბიძემ კარგი მატჩი ჩაატარა.

"შახტარის" ახალგაზრდულმა გუნდმა სტუმრად "სტალს" 4:2 სძლია, ქართველმა ფეხბურთელმა კი გატანილ ეფექტურ გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც შეასრულა. ახალგაზრდა შემტევმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედნაზე 89 წუთი გაატარა. 

21 ტურში მოპოვებული 51 ქულით "შახტარის" 21-წლამდელები პირველობას მთავარ მეტოქესთან, კიევის "დინამოსთან" იყოფენ. 

არაბიძის საგოლე იხილეთ 1:23-ზე, ხოლო გოლი 3:15-ზე.

ნახეთ მეტი...