''ლესტერის'' მორიგი 3 ქულა და ''ტოტენჰემის'' შთამბეჭდავი გამარჯვება ''მანჩესტერ იუნაიტედთან''

ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში მორიგი მატჩი მოიგო გათამაშების ლიდერმა ''ლესტერ სიტიმ''.

კლაუდიო რანიერის ფეხბურთელებმა სტუმრად ''სანდერლენდი'' 2:0 დაამარცხეს.

მატჩის გმირი სტუმართა ლიდერი ჯეიმი ვარდი გახდა, რომელმაც აუტსაიდერებს დუბლი შეუსრულა.

''ლესტერის'' მე-9 ნომერმა გოლები 66-ე და 95-ე წუთებზე გაიტანა. ვარდის ''სანდერლენდთან'' შესრულებული დუბლის შემდეგ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 21 გოლი მოუგროვდა და ჰარი კეინს დაეწია, რომელიც ბომბარდირთა დავას 22 გოლით ლიდერობს.

რანიერის გუნდი 72 ქულით პირველ პოზიციაზეა, ''სანდერლენდი'' კი 27 ქულით მე-18 ადგილს იკავებს.




''ლივერპული'' 4:1 ''სტოკ სიტი''

მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა იურგენ კლოპის გუნდმა. ''ლივერპულმა'' ენფილდ როუდზე ''სტოკ სიტი'' სოლიდური სხვაობით დაამარცხა. ანგარიში მე-8 წუთზე ალბერტო მორენომ ჯეიმს მილნერის პასით გახსნა. 22-ე წუთზე შაქირის პასით ბოიან კრკიჩმა წონასწორობა აღადგინა. 32-ე წუთზე დანიელ სტარიჯმა მასპინძლები კიდევ ერთხელ დააწინაურა. 50-ე და 65-ე წუთებზე კი შეცვლაზე შესულმა ორიჯიმ დუბლი შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

კლოპის გუნდი 48 ქულით მე-8 პოზიციაზეა და ერთი ქულით უსწრებს ''სტოკ სიტის'', რომელიც მე-9 ადგილს იკავებს.




''ტოტენჰემი'' 3:0 ''მანჩესტერ იუნაიტედი''

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა. ''ტოტენჰემმა'' საკუთარ მოედანზე ''მანჩესტერ იუნაიტედი'' სოლიდური სხვაობით დაამარცხა. ლუი ვან გაალის გუნდს პირველი გოლი 70-ე წუთზე ალიმ გაუტანა. 74-ე წუთზე ალდერვეირელდმა სტუმრებს მეორე გოლი გაუტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი ერიკ ლამელამ 76-ე წუთზე დააფიქსირა.

პოჩეტინოს გუნდი 65 ქულით მე-2 პოზიციაზეა, ''იუნაიტედს'' კი 53 ქულა აქვს და მე-5 ადგილს იკავებს.

ნახეთ მეტი...