გვილიას ბრწყინვალე გოლი გასვლით მატჩში (ვიდეო)

ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ტურში ''მინსკმა'' სტუმრად 3:0 დაამარცხა ''ბრესტი.''

28-ე წუთზე ანგარიში ვალერიან გვილიამ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გახსნა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი 64-ე წუთზე შეცვალეს.

იხილეთ ბმული:

http://www.pressball.by/news/football/229828

16 გუნდიან ჩემპიონატში ''მინსკი'' 6 ქულით მეორე ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვის ''სპარტაკი'' შინ ''ყუბანს'' დაუზავდა (2:2).

მასპინძელთა სამატჩო განაცხადში ჯანო ანანიძე ვერ ვიხილეთ.

16 გუნდიან ჩემპიონატში ''სპარტაკი'' 37 ქულით მე-7 ადგილზეა.

საბერძნეთის სუპერ ლიგაში ''პაოკმა'' შინ 2:0 დაამარცხა ''ლევადიაკოსი.''

დამარცხებულთა სამატჩო განაცხადში გიორგი მერებაშვილი არ იყო.

16 გუნდიან ლიგაში ''ლევადიაკოსი'' 34 ქულით მე-11 ადგილზეა.

ნახეთ მეტი...