გიორგი ჯავახიას დებიუტი მეორე ელიტარულ დივიზიონში (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მესამეხაზელს გიორგი ჯავახიას საფრანგეთის ელიტარულ მეორე დივიზიონში დებიუტი ჰქონდა - 19 წლის მორაგბემ, რომელიც “ლიონის“ შემადგენლობაშ ირიცხება სტუმრად “ტარბის“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში ითამაშა. ეს შეხვედრა ლიონელებმა 9:10 დათმეს, ქართველი მორაგბე კი მოედანზე 70-ე წუთიდან გამოჩნდა.

მატჩის მეორე ნახევარში შემოვიდა მოედანზე “ტარბის“ პირველხაზელი ირაკლი მირცხულავაც, რომელიც “ტულუზში“ სინჯებზე იყო და რამდენიმე ვარჯიშიც ჩაატარა, თუმცა როგორც ჩანს მორაგბე ძველ კლუბს დაუბრუნდა. “ლიონი“ მეორე ელიტარული დივიზიონის გამარჯვებულია და ტოპ-14-ში გადასვლა განაღდებული აქვს, რაც ახალგაზრდა ქართველს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში თამაშის შანსს აძლევს, მითუმეტეს რომ ჯავახიამ “ლიონთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

ნახეთ მეტი...