გიორგი ლორია: "ლოკომოტივთან" ფრე დადებითი შედეგია" (ვიდეო)

რუსული პრემიერლიგის 23-ე ტურში გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვმა" მოსკოვის "ლოკომოტივი" მიიღო. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა. 

საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი ტრადიციულად სამარელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. 

23 მატჩის შემდეგ 23 ქულით "კრილი სოვეტოვი" რუსეთის ჩემპიონატში მე-12 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელი გუნდი 17 აპრილს, მოსკოვში, "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს. 

"ლოკომოივთან" შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა "კრილიას" სხვა ფეხბურთელებთან ერთად მცირე კომენტარიც გააკეთა: "რთული თამაში იყო. მართალია, კარში დარტყმები ხშირად არ ყოფილა, თუმცა სულ კონცენტრირებული უნდა ვყოფილიყავი, რაც იოლი ნამდვილად არაა. "ლოკომოტივთან" კარის მშრალად შენახვა და ქულის მოპოვება დადებითი შედეგია".

ნახეთ მეტი...