ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ჩეხეთში დამარცხდა (ვიდეო)

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩეხეთში დამარცხდა. ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ქართველებმა ჩეხებთან 1:4 წააგეს. 

მასპინძლებმა ანგარიში მე-3 წუთზე მარტინკოვას გოლით გახსნეს, 10 წუთში კი ზაქაიძის ავტოგოლით მათი უპირატესობა ორბურთიანი გახდა. პირველი ტაიმის ბოლოს შეხვედრას ინტრიგა სხირტლაძემ დაუბრუნდა, თუმცა შესვენების შემდეგ ჩეხებმა კიდევ ორი გაიტანეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველები ჩეხეთში დანაკლისით ჩავიდნენ. ტრავმის გამო ლევან ბაჯელიძის გუნდს ერთ-ერთი ლიდერი, გულნარა გაბელიაც ვერ ეხმარებოდა.



5 შეხვედრის შემდეგ 0 ქულით საქართველოს ნაკრები მე-6 ჯგუფში ბოლო, მე-5 პოზიციაზეა.  

ჩეხეთი - საქართველო 4-1

ოპავა,
„მესტსკი ფოტბალოვი“

ჩეხეთი: ბედნარიკოვა, სედლაჩკოვა (54’ დლასკოვა), ბერტჰოლდოვა, მარტინკოვა, ვონკოვა, სვიტკოვა, ივანიცოვა, კაჰინოვა (78“ ბუჟკოვა), ნეციდოვა, ჩლასტაკოვა (61’ ბარტონოვა)

მთ. მწვრთნელი: სტანისლავ კრეიჩიკი

საქართველო: ნადირაშვილი, თოდაძე, მატვეევა (57’ ბასილაძე), ჭიჭინაძე (37’ ჩხარტიშვილი), ბაქრაძე, ჩემინავა, დანელია, ტატუაშვილი, ზაქაიძე (46’ გორგაძე), სხირტლაძე, სუთიძე

მთ. მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

მსაჯები: ფრიდა ნელსენი, მატილდა აბილდგაარდი, ტინნა ჰოი კრისტენსენი (სამივე დანია), იანა შაუფლოვა (ჩეხეთი) (სათადარიგო)

გაფრთხილება: 37’ სხირტლაძე, 66’ თოდაძე, 81’ დანელია, 86’ მარტინკოვა

გოლები: 1-0 მარტინკოვა (3), 2-0 ზაქაიძე (ა.გ) (13), 2-1 სხირტლაძე (45), 3-1 ვონკოვა (51), 4-1 მარტინკოვა (57) 



ნახეთ მეტი...