ლაშა დვალი: „საუკეთესო შეხვედრა კელცეში ჩავატარე“

ლაშა დვალს „შლიონსკში“ თამაში და ვროცლავში ცხოვრება მოსწონს.

პოლონელი საფეხბურთო სპეციალისტებისა და ჟურნალისტების აზრით, 20 წლის ქართველი მცველი ზამთარში ვროცლავ „შლიონსკის“ საუკეთესო შენაძენი აღმოჩნდა. მან სასტარტო შემადგენლობაში ადგილი თავიდანვე დაიმკვიდრა და ორჯერ პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ლაშა დვალი:„ვროცლავში ჩემი ჩასვლის შემდეგ,  გუნდისთვის ბოლო ორი მატჩი საუკეთესო აღმოჩნდა. ეს არა მხოლოდ სატურნირო ცხრილში ჩვენი გუნდის მდგომარეობისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ, თავდაჯერებისთის. ჩემთვის საუკეთესეო კელცეში ჩატარებული შეხვედრა იყო, რომელშიც გოლი გავიტანე. „ლეხთან“ და „კრაკოვიასთან“ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. შესაძლოა, ბოლო ორი მოგება ბევრისთვის სიურპრიზი იყო, მაგრამ ჩვენს ეს დავიმსახურეთ. მეორე მატჩში გულშემატკივრები ძალიან დაგვეხმარნენ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით“.

 ქართველი მცველისთვის ჩემპიონატის გუნდების ზედა და ქვედა 8-8 გუნდად დაყოფა უცნაურია:

„სატურნირო ცხრილში გუნდების გაყოფის პრინციპი ჩემთვის უცნაურია და მსგავს რამეს მიჩვეული არ ვარ. თუმცა, ეს ფედერაციის გადაწყვეტილებაა და პრობლემა არაა. პოლონეთის ლიგა სუსტი არაა. თუ თურქულს შევადარებთ, სადაც ადრე ვთამაშობდი, შესაძლოა პოლონეთში უფრო დაბალი დონეა, მაგრამ სათამაშო დისციპლინა მეტია. ჩემი აზრით, რამდენიმე წელიწადში პოლონეთის ლიგა ძალიან მაღალი დონის იქნება. შესაძლოა, ევროპის 8 საუკეთესო ჩემპიონატს შორისაც მოხვდეს“.

დვალის თქმით, ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე გუნდის მიზანი მე-9 ადგილზე გასვლაა:

„დასკვნით რაუნდის მიზანი? თუ მე-9 ადგილზე გასვლა შეგვიძლია რატომაც არა? ჩვენ ეს გვსურს და მიგვაჩნია, რომ მივაღწევთ. შეგვიძლია პირობა დავდოთ, რომ ბოლო მატჩებში 100 პროცენტით დავიხარჯებით და არა მხოლოდ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ვიბრძოლებთ, არამედ, ჯგუფში გასამარჯვებლად“.

 დვალმა აღნიშნა, რომ დაცვის ცენტრში მისი მეწყვილე პიოტრ კელებანი გუნდის ნამდვილი ლიდერია:

„რა თქმა უნდა, ჩემთვის კელებანთან თამაში ძალიან კარგია. ის საუცხოო ფეხბურთელია, ძალიან ძლიერი და გამოცდილი. იგი ნამდვილი ლიდერია, კაპიტანი და გასახდელში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. კელებანი საწყის პერიოდში აკლიმატიცაზიის გავლაში დამეხმარა“.

 ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ხაზი გაუსვა, რომ „შლიონსკიში“ ყოფნა ძალიან მოსწონს:

„ჩვენ ინგლისურად ვსაუბრობთ და ურთიერთობაში პრობლემა არ მქონია. გუნდში საინტერესო ფეხბურთელებია არიან და აქ მომწონს. როდესაც ვამბობ „აქ“, მხოლოდ გუნდს კი არ ვგულისხმობ, არამედ, ვროცლავსაც. ეს ძალიან კარგი ქალაქია და ვროცლავის ცენტრში თავისუფალი დროს გატარება მიყვარს. ჩემი საყვარელი ადგილი რესტორანი „პრჟისტანია“ ოდერთან, სადაც სასადილოდ ხშირად დავდივარ“.

ნახეთ მეტი...