60 ქულა უკანასკნელ მატჩში - კობი ბრაიანტი კალათბურთს რეკორდით დაემშვიდობა (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. 

სათამაშო დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა "ლეიკერსისა" და "იუტას" მატჩი იყო, რომელიც მასპინძელთა ლეგენდარული მოთამაშისთვის, კობი ბრაიანტისთვის კარიერაში უკანასკნელი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულიც გახლდათ. 37 წლის კობიმ საკუთარი გუნდის გამარჯვებაში (101:96) 60 ქულით უდიდესი წვლილი შეიტანა. 

აღსანიშნავია, რომ ბრაიანტი გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე ლიგის ისტორიაში, რომელმაც 60 ქულის ჩაგდება მოახერხა და ამავდროულად ის ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც მსგავსი შედეგიანობა გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში აჩვენა. 

ნახეთ მეტი...