გოგუამ გაიტანა, მისი გუნდი კვლავ ლიდერია (ვიდეო)

ყაზახეთის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში პავლოდარის ''ირტიშმა'' შინ 2:0 დაამარცხა ''ორდაბასი.''

გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში გოგიტა გოგუამ ითამაშა, მან 74-ე წუთზე გოლი პენალტიდან გაიტანა, პენალტი კი თავად მოიპოვა. გოგუას გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

ქართველი შემტევი 79-ე წუთზე კი შეცვალეს.

32 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა.

12 გუნდიან ჩემპიონატში ''ირტიში'' 15 ქულით პირველ ადგილზეა.

ამავე ჩემპიონატში კახა ცხადაძის გაწვრთნილი ''ქაირათი'' შინ ყარაგანდის ''შახტარს'' დაუზავდა (0:0).

ცხადაძის გუნდი 5 ქულით მე-8 ადგილზეა.



გოგიტა გოგუას გოლის ეპიზოდი 3:10-დან

ნახეთ მეტი...