უეფას ევროპა ლიგა - ''ლივერპულის'' საოცარი მატჩი და ნახევარფინალის საგზური (ვიდეო)

უეფას ევროპა ლიგის ნახევარფინალში ''ლივერპული'' ითამაშებს.

იურგენ კლოპის გუნდმა ''დორტმუნდი'' 90 წუთიან დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

პირველი მატჩი გერმანიაში 1:1 დასრულდა, შესაბამისად ინგლისელებმა ორი მატჩის ჯამში 5:4 მოიგეს.

ენფილდ როუდზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და უკვე მე-9 წუთზე თომას ტუხელის გუნდი ორბურთიანი სხვაობით იგებდა.

პირველი გოლი ''ლივერპულს'' ჰენრიხ მხითარიანმა მე-5 წუთზე გაუტანა. ოთხ წუთში ობამეიანგი კლოპის გუნდის კარში მეორე გოლის ავტორი გახდა.

Reus and Aubameyang celebrate as the momentum fell back to Dortmund following a merciless finish from the German international 

48-ე წუთზე ორიჯიმ ერთი ბურთი გაქვითა. 57-ე წუთზე მარკო როისმა სტუმრები კიდევ ერთხელ დააწინაურა ორბურთიანი სხვაობით.

66-ე წუთზე კოუტინიომ ''დორტმუნდს'' მეორე გოლი გაუტანა, 78-ე წუთზე კი სახომ ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დეიან ლოვრენმა გაიტანა. ხორვატმა მცველმა თავი 91-ე წუთზე გამოიჩინა და ''ლივერპულს'' ნახევარფინალის საგზური მოუპოვა.

Dejan Lovren (right) celebrates scoring the winning goal for Liverpool in an epic encounter against Borussia Dortmund

ლივერპული 4:3 დორტმუნდი

14 აპრილი. ლივერპული. ენფილდ როუდი.

უეფას ევროპა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი.

ლივერპული: მინოლე, კლაინი, ლოვრენი, სახო, მორენო, მილნერი, ჩანი (ლუკასი 80), ლალანა (ალენი 62), ფირმინიო (სტარიჯი 62), კოუტინიო, ორიჯი

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, შმელცერი, ჰუმელსი, პაპასტატოპულოსი, პიშჩეკი, ვეილი, კასტრო (გუნდოგანი 82), როისი (რამოსი 83), კაგავა (გინტერი 77), მხითარიანი, ობამეიანგი

მთავარი მწვრთნელი: თომას ტუხელი

გოლები: 0:1 მხითარიანი (5), 0:2 ობამეიანგი (9), 1:2 ორიჯი (48), 1:3 როისი (57), 2:3 კოუტინიო (66), 3:3 სახო (78) 4:3 ლოვრენი (91)

გაფრთხილება: ჰუმელსი (53), პიშჩეკი (75), შმელცერი (91), სახო (92)

მთავარი მსაჯი: ჩაქირი (თურქეთი)

Klopp turns to face the Liverpool fans as Origi's effort hits the back of the net to give them hope against Dortmund

ნახეთ მეტი...